სევდია უგრეხელიძე: არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად
16-01-2017, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

„ახლა, როდესაც საქართველო დგას დიდი საფრთხეების წინაშე, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველი ოლიგარქის წყალობით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება, ტაქტიკური განსხვავებებისა და პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად. მიუხედავად ამისა, მე კვლავ ვიმუშავებ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების" დამანგრეველმა ხელისუფლებამ და თბილისის მთავრობამ, კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს ქალაქს,“ “, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ და დასძინა, რომ აპირებს დაწეროს განცხადება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის რიგების დასატოვებლად და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრად.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი