ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დღეს საკრებულოში ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა და მათ ოფიციალურად წერილობით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს და შესაბამის კომისიებს რათა დარეგისტრირდეს ახალი ფრაქციები.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ორი ფრაქცია ჰქონდათ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა ცალკე ფრაქცია, სახელწოდებით „თბილისი“ შექმნეს.
„როგორც იცით, ჩვენმა რამდენიმე კოლეგამ დატოვა „ნაცმოძრაობა“ და გიგა ბოკერიას მცირე ჯგუფს შეუერთდა. შესაბამისად, ახალი სახით ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოშიც და საქართველოშიც კვლავ ვრჩებით მთავარ ოპოზიციურ ძალად, ვაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველაზე აქტიურები და გვექნება ჩვენი მოსახლეობის და ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.