ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მალხაზ რომანაძე დაინიშნა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ თანამშრომლებს გამგებლის პირველი მოადგილე დღეს წარუდგინა.
მალხაზ რომანაძე პროფესიით ეკონომისტია, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ფინანსურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2014 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გამგებლის პირველი მოადგილე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.