ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია "შოკირებულია": გარდაიცვალა ესპანური ფეხბურთის "ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდა."
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მენეჯერი ლუის არაგონესი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიდი ხნის განმავლობაში იგი დაუღალავად ემსახურებოდა ესპანურ ფეხბურთს და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში ესპანელების ევროპის ჩემპიონატში გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო.
ახალგაზრდობისას იგი სახელოვანი ფეხბურთელი იყო და ათლეტიკოს 372 თამაშში 172 გოლი აქვს გატანილი.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც "დიდი მწუხარება" გამოხატა არაგონესის გარდაცვალების გამო.
"ჩვენ შეწუხებული და შოკირებული ვართ არაგანოსესის სიკვდილით. ის იყო ყოფილი ფეხბურთელი და რამდენიმე ესპანური და გლობალური კლუბისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. ამ უკანასკნელს კი იგი მაშინ ედგა სათავეში, როცა ესპანური ფეხბურთი მსოფლიო სცენაზე თავისი წარმატებული და დიდებითმოსილი ნაბიჯების გადადგმას იწყებდა."
ათლეტიკოს განცხადებაში კი ნათქვამია: "ჩვენ როჯიბლანკას ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ლეგენდამ დაგვტოვა."
კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე ცერეზომ განაცხადა: "ლუის არაგონესი დიდი ფეხბურთელი და დიდი მწვრთნელი იყო, მაგრამ გარდა ამისა ის დიდი პიროვნება და ჩინებული მეგობარიც გახლდათ. მთელი კლუბის სახელით მინდა სამძიმარი განვუცხადო მის ოჯახს."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.