სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ მიირთვას შპს "რაჭას", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანისა" და შპს "პინოს" მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი, რადგან როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციაში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი "ლისტერია მონოციტოგენეზი", რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
"შპს "პინოს" მიერ წარმოებულ პელმენში აღმოჩენილია ასევე სალმონელა, რომელიც საკვებისმიერი ინფექციური დაავადების - სალმონელოზის გამომწვევია და ადამიანს სურსათითა და წყლით გადაეცემა; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით.
სალმონელოზი მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით; ახასიათებს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, შემცივნება, ტემპერატურის მომატება.
შპს "რაჭას", შპს "გიოს", შპს "პროგრესი ალვანსა" და შპს "პინოს"არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, მათ დაევალათ, უმოკლეს ვადაში გამოითხოვონ ბაზრიდან ყველა დასახელებისა და პარტიის სურსათი.
სურსათის ბაზრიდან გამოთხოვასა და განადგურებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო", -ნათქვამია ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.