პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციებში განხორციელებულ ცვლილებებზე მსჯელობენ.
პარტიაში დარჩენილი წევრები იურიდიულ დარღვევბზე საუბრობენ, მეორე მხარე კი „ევროპული საქართველოს" რეგისტრაციას ითხოვს.
„ევროპული საქართველოს" ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროცედურებში ვერ გაერკვნენ და მათ დახმარებას სთავაზობს.
„ჩვენი მეგობრები აირივნენ პროცედურებში და რაღაც სპექტაკლებს დგამენ უბრალოდ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ბოლო დროის ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ განვმუხტოთ კონფრონტაცია, არანაირი ბარიერები მათ არ ექმნებათ რეალურად. თუ მათ აინტერესებთ, ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ მათ. ძალიან მარტივი არის, ის გზა, რომელიც მიდის იმისკენ, რომ მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ფრაქცია", - განაცხადა სერგო რატიანმა რუსთავი 2-თან საუბრისას.
კითხვაზე, აფერხებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ფრაქციის შექმნის პროცესს ის, რომ პარტიიდან წასულ გუნდს ჯერჯერობით ფრაქცია არ დაუტოვებია, რატიანი პასუხობს:
„ჩვენ მათ ავუხსნით ყველა პროცედურას, რომ მათ შექმნან ფრაქცია".
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით კი მათი ყოფილი თანაგუნდელები ამომრჩეველს აბნევენ.
„ერთადერთი მიზეზი რითაც აკეთებენ ისინი ამ განცხადებას, განპირობებულია იმით, რომ ფრაქციაში მათი ყოფნა დაკავშირებულია პირად კომფორტთან, ხელფასებთან, მანქანებთან და ალბათ, ამით ცდილობენ სიტუაციის გაჭიანურებას, რომ ამ კომფორტში დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.