პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციებში განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელეს.
ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ორ ფრაქციას შეეცვალა სახელწოდება.
ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო, რომ უმცირესობაში შემავალი ერთი ფრაქციიდან ასევე უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა გადავიდნენ.
სერგო რატიანის თქმით, ამ ფრაქციებს სახელწოდება ოფიციალურად შეცვლილი აქვს და ამის შესახებ ბიუროს მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდება.
„რეგლამენტის თანახმად, ბიურო ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ვერ ერევა ფრაქციის გადაწყვეტილებაში. ბიურო იღებს ინფორმაციას ცნობად“, - განმარტა სერგო რატიანმა.
ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქციას „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“, ხოლო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.