მიხეილ ჯანელიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს
16-01-2017, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, დურსუნ ჰასანოვმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ხაზი გაესვა აქტიურ ხალხთაშორის და რეგიონულ კავშირებს.

 

 

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დურსუნ გასანოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი