თბილისში, საბურთალოს რაიონში გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება
16-01-2017, 08:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის N23(ა)-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს გამაგრებით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება.

 


მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოინახულა.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ხორციელდება შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება, ასევე, მთლიანი ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს.

 


საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მოეწყობა შენობის შიდა სივრცე და ეზო. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

 


„აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვანია, ვინაიდან კეთდება პრაქტიკულად ახალი საბავშვო ბაღი. სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე დასრულებულია და ამინდების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობს მშენებელი კომპანია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულზე დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის შემდეგაც მოხდება მისი აღჭურვა, პერსონალის დაკომპლექტება და სექტემბრიდან ბაღი ჩვეულებრივ რეჯიმში მიიღებს აღსაზრდელებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა ცხრა ჯგუფი გაიხსნება, რომელთა შორის, ორი ბაგის ჯგუფი იქნება.

 


პეკინის 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.

 


თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყდა, რომ შპს „ელზუროს“ პეკინის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

 


საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

 

 

აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს", - აცხადებენ მერიაში.

 


საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი