საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსს, ვიცეპრეზიდენტს ტობიას ვოსსა და პროგრამის ხელმძღვანელს, სიმონე ბიულერს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, სოფიო შამანიდმა განაცხადა, მხარეებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისათვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ეს ლიტერატურის და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
როგორც შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ აღნიშნა, ქართული ლიტერატურა მაღალი დონით გამოირჩევა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იწვევენ.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.