სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის, 4 უცხოელი დაიღუპა მექსიკაში, კურორტ პლაია-დელ-კარმენზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს მომხდარი სროლებისას.
აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი" ავრცელებს.
სააგენტო მექსიკის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა შორის იტალიის, კოლუმბიის და კანადის მოქალაქეები არიან.
დაღუპულთა შორის არის ასევე ქალი, რომელიც სროლების შედეგად წარმოქმნილი ჭყლეტვისას გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.