საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წასვლას „ძალიან დადებით" პროცესს უწოდებს.
როგორც მან „რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას აღნიშნა, პარტიის ფორმალურად მმართველ ჯგუფში „ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები" შეიმჩნეოდა, ის ხალხი კი ვინც პარტიიდან წავიდა „ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას".
„პოლიტსაბჭო და ფრაქცია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული, ბოკერიას ჯგუფის მიერ. ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობაში" პირველად არ მომხდარა, რამდენჯერმე „ნაციონალური მოძრაობის" ისტორიის განმავლობაში, რაღაც ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, მოძრაობა რატომ დავარქვით თავის დროზე და უკრაინაშიც მოძრაობა რატომ დავარქვით - იმიტომ, რომ სულ წინ მიდიხარ. წინსვლის პროცესში ხდება განვითარება. განვითარების პროცესში რაღაც ახალი უჯრედები კვდებიან, რაღაც ახალი უჯრედები იბადებიან. ამიტომ, ეს არის, ჩემი აზრით, განახლების პროცესი. მართალი გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის" ზედა ფენაში იყო აშკარად ბიუროკრატიზაციის და დაჭაობების ნიშნები, ზედა ფენა არასწორია, ფორმალურად მმართველ ჯგუფში. ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ვინც იყო ხელისუფლებაში, ისინი ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა ესენი არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე ვერასდროს ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი....
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ასე ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციაში, რომ რაღაც ნაწილმა ჩვენი თანამებრძოლების დაკარგა რწმენა იდეის, დაკარგა რწმენა გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, შეიძლება არც არასოდეს არ სჯეროდა მათ ნაწილს იმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით. ამიტომ ასეთი ხალხი, როცა პარტიაზეა საუბარი, ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად იყო, რომ სჯობდა შერიგებულიყავით, ესე არ ხდება, პარტია ეს არის ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომლის ფუნქციაა შეცვალოს პოლიტიკური რეალობა. ეს მხოლოდ შესაძლებელია, თუ ის არის იდეოლოგიურად და იდეურად სუფთა, დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს, თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. ახლა თუ იქ შიგნით მუდმივად გარკვევის და იმ ხალხს შორის, რომელიც მთავარ რაღაცაზე ვერ თანხმდება, როგორიც არის იდეა, პრაქტიკულად ეს მხოლოდ აზარალებდა პარტიას. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, ვისაც სჯერა გამარჯვების. ახლა დიდი ნაწილი, ვინც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, იმ ხალხს, ვინც ამავე დროს მთელი ეს წლები შეინარჩუნა იდეისადმი ერთგულება, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა, ეს მხოლოდ დადებითი მოვლენაა, ამას მე სხვანაირად ვერ შევხედავ....
მე არ ვიყავი და მე არ დამიკომპლექტებია ეს სია, აქ ისინი წინასაარჩევნოდ ხშირად იყვნენ, მაგრამ სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს ყრილობის ჩატარებაზე წინასაარჩევნოდ. ეს იყო, თუ გახსოვთ, ერთ-ერთი დიდი კამათი, კამათი იმაზე კი არ იყო დიდგორზე უნდა ჩატარებულიყო ყრილობა თუ სადმე სხვაგან, კამათი იყო საერთოდ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო თუ არა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. იმიტომ რომ ალბათ, თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე, სხვა კანდიდატები დადგებოდნენ და აქ იყო ჯგუფი, რომელიც თუ კარგად ნახავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
კითხვაზე, შეეცადა თუ არა იგი ამისთვის ხელი შეეშალა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არჩევნების წინ ამის ბერკეტი არ ჰქონდა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ რომ მოგვეგო პირველი ტური, რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოგება მაინც ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მერე სულ სხვა ბერკეტები გვექნებოდა, იმიტომ რომ მე მეძლეოდა საშუალება ამ შემთხვევაში საქართველოში დაბრუნების და უკვე სხვანაირად მოხდებოდა გადალაგება. საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც აძლევდა ხმას იდეას, იდეას ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის, ის ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და ჩემი პროცესებში მონაწილეობის მიღების. ამგვარად, თავისთავად ეს იყო ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა, მაგრამ ამაში ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, რომ ეს ჯგუფი დარჩა, ამ ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში, თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, მოხდებოდა ამ უარყოფითი მომენტების განეიტრალება, მაგრამ ბოლოს, სამწუხაროდ, რაც შედეგი დადგა, ეს ურყოფითი მომენტები ბევრად უფრო წინ წამოვიდა და ეს არის საბოლოო ჯამში რამაც მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე“- აცხდებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.