მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავაზე: მე ვიცი, რომ ის ძირითადად, ჩემ გამო დასაჯეს, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ჩემ გამო დასაჯეს
16-01-2017, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვიცი, რომ გიგი უგულავა ძირითადად, ჩემ გამო დასაჯეს, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები ჩემ გამო დასაჯეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.

 

 

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ უგულავა მასზე უფრო მეტად უნდა იყოს გაბრაზებული, ვიდრე „უსამართლოდ დამსჯელზე".

 

 

„ხელში რომ გიჭირავს და ხელს რომ გაუშვებ, მერე ყველაფერი მოსულა. ეს არის ჩემი გამოცდილება წარსულში, ოქრუაშვილზეც, ბურჯანაძეზეც და სხვებზეც. ოქრუაშვილი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ თვალსა და ხელს შუა მოხდა მისი დეგრადაცია. ადამიანები იცვლებიან. ადამიანი შეიძლება ძალიან რთულ სიტუაციაში იყოს ძალიან მაგარი და შემდეგ, ბევრად უფრო მარტივ სიტუაციაში გაფუჭდეს. ეს ხდება. ეს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებია. რაც შეეხება გიგის, მართლა ადამიანურად მიხარია, რომ ის არის გარეთ. ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით აღსავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში მე მეხმარებოდა ამ რთული უბნის თბილისის განვითარებაში. მე ამისთვის მადლობელი ვარ მისი, მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის. მე ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად, ჩემ გამო დასაჯეს ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები ჩემ გამო დასაჯეს. ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე. მე ვიცი, რომ ჩემ გამო დაისაჯა ეს ხალხი, ეს ასეა.... ის, რომ ჩემ გამო დაისაჯე, არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლოდ დამსჯელზე. მესმის ფსიქოლოგია, როცა ვიღაცის გამო ისჯები, მტკივნეულია, მაგრამ ჩემ გამოც არ იყო, იდეის გამო იყო, ჩვენ ყველანი ვემსახურებოდით ამ იდეას“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი