მე არასოდეს მეგობრობას არ ვურევდი სახელმწიფო საქმეში - ჩემი მთავარი ძალა ეს არის, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.
კითხვაზე, თუ როგორ უყურებს ადამიანურად პარტიის წევრების „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლას, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ, სააკაშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა, ხანდახან გული მწყდება, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას".
„მე არასოდეს არ მიმაჩნდა, რომ პირადული ურთიერთობები უნდა დავაყენოთ მაღლა სახელმწიფოზე და იდეაზე. მე ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი არ მელაპარაკებოდა ამის გამო - თავიდან, როცა გავხდი პრეზიდენტი, ჩათვალეს რომ ახლა ჩვენი დრო მოვიდა. სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, რომ ჩემი ნათესავები სათოფეზე არ გაეკარებინათ არაფერზე, რაც არის დაკავშირებული თანამდებობასთან, ფულის კეთებასთან და უბრალოდ იმის გამო წარმატებასთან, რომ ისინი ჩემი ნათესავები არიან. იგივე ეხებათ ჩემს მეგობრებს. ყველამ კარგად იცის - ჩემს თანაკლასელებს, იმ ხალხს, ვისთანაც გადავკვეთილვარ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ჩემთვის არის მეათეხარისხოვანი. რა თქმა უნდა, ხანდახან გული მწყდება, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას. მაგრამ აქ სულ სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობ.
ჩემთვის იდეა არის ქართული სახელმწიფოსი, ჩემთვის იდეაა, რასაც ვაკეთებ, დიდი ხედვა იმისა, რა უნდა იყოს საქართველო. იქ პირადი ურთიერთობების ადგილი თუ არის, ეს ადგილი არის როცა ყველაფერს მოვრჩებით, ყვარელში, რთველის დროს სუფრაზე მაგალითად. ბევრმა მეგობარმა, რომლების ბავშვებიც მყავს მონათლული და ახლოს ვიყავი, როგორც კი გადააბიჯა წითელ ხაზს, გულმა გაუწია კორუფციისკენ, ან უბრლოდ რწმენა დაკარგეს, ან სახელმწიფო საქმეს აზიანებდნენ, იქ ყველაფერი მთავრდებოდა და უკანა პლანზე გადადიოდა ყოველთვის. ეს ეხებოდა ძალიან ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლებს. ასე რომ, რაც მოხდა, მოხდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.