ახალი წლის ღამეს სტამბულის ღამის კლუბზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
დარწმუნებული არიან, რომ უზბეკი ეროვნების აბდულკადირ მაშარიპოვმა განახორციელა თავდასხმა სტამბულის ღამის კლუბ „რეინაზე“, რომლის დროსაც 39 ადამიანი იქნა მოკლული.

(პოლიციამ დაკავებულის ფოტო გამოაქვეყნა)
გავრცელებული ცნობით, იგი სტამბულის რაიონში, ესენიურტში დააკავეს.
ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა შორის ისრაელის, საფრანგეთის, ლიბანის, ინდოეთის, ბელგიის, იორდანიის და საუდის არაბეთის მოქალაქეები იყვნენ. დაიჭრა ათეულობით ადამიანი.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ იგი იდგა თავდასხმის უკან და მან ამით თურქეთის სირიაში სამხედრო ჩართულობის გამო იძია შური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.