ამერიკელი ასტრონავტი ჯინ სერნანი - ბოლო მამაკაცი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი - 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო „ნასამ“ განაცხადა, რომ ის „დამწუხრებულია გადამდგარი კოსმონავტის დანაკარგით“.
როგორც BBC იუწყება, კაპიტანი სერნანი იმ სამ ადამიანს შორის იყო, რომელიც მთვარეზე ორჯერ ავიდა და გახლდათ ბოლო მამაკაცი, რომელმაც 1972 წელს ფეხის ნაკვალევი დატოვა მთვარის ზედაპირზე.

იმ დროს იგი „აპოლო 17“ -ის მისიის ხელმძღვანელი იყო. 12-მა ადამიანმა გაიარა მთვარეზე და დღეს, მხოლოდ 6 მათგანია ცოცხალი.
განცხადებაში, სერნანის ოჯახმა თქვა, რომ იგი ორშაბათს გარდაიცვალა ჯანმრთელობის მიმდინარე საკითხების შემდეგ. ოჯახს სხვა დეტალები არ უხსენებია.
„ჩვენი ოჯახი გულგატეხილია.
„82 წლის ასაკის მიუხედავად, ჯინი მგზნებარე იყო გაეზიარებინა მისი სურვილი, ენახა ადამიანის მიერ კოსმოსის შემდგომი კვლევა და ამხნევებდა ჩვენი სახელმწიფოს ლიდერებს და ახალგაზრდობას არ დაერთოთ მისთვის ნება დარჩენილიყო ბოლო მამაკაცად, რომელმაც მთვარეზე გაიარა“.
„აპოლო 17“ -ის მისიამდე, სერნანმა კოსმოსში ორჯერ იმოგზაურა - 1966 და 1969 წლებში.

იგი 1976 წელს გადადგა და კერძო ბიზნესში წავიდა და შეერთებული შტატების სატელევიზიო სივრცეში შეჰქონდა წვლილი სხვადასხვა საკითხზე.
იგი 1934 წელს ჩიკაგოში დაიბადა და მისი სრული სახელი და გვარია იუჯინ ანდრიუ სერნანი.
მას მეუღლე, ჯენ ნანა სერნანი, ქალიშვილი, ორი გერი ქალიშვილი და 9 შვილიშვილი დარჩა.
მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ სერნანის დასაფლავების დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.