თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები იწყება
17-01-2017, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე, სასამართლო პროცესები იწყება - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული.

 

 

საქმე ეხება 2016 წლის 19 ოქტომბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას. სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. აქედან სახელმწიფო ბრალდება 3 პირს - 1997 წელს დაბადებულ ირმა ყ-ს, 1993 წელს დაბადებულ ბექა შ-ს და 1999 წელს დაბადებულ ნინა ჩ-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ავთანდილ ა-ს და 1993 წელს დაბადებულ დათა კ-ს - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობასა და დანაშაულის დაფარვას ედავება. დაკავებულთაგან ერთ-ერთი მოკლულის 19 წლის ქალიშვილია.

 

 

პროკურორ ინა გუგუშვილის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამტკიცება მოხდეს.

 


„ბრალდების მხარე თვლის, რომ მას აქვს აბსოლუტურად სრული მტკიცებულებები და ბევრი მოცულობა მტკიცებულებების, რომლებიც დაადასტურებს მათ ბრალეულობას, თუმცა, დღევანდელი სხდომა გახლავათ წინასასამართლო სხდომა და განიხილება მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული საკითხები. ესენი არის პატიმრობის ძალაში დატოვების თუ შეცვლის ან გადასინჯვის საკითხი, ასევე გახლავთ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე საქმის არსებითად გაშვების საკითხი", - განაცხადა ინა გუგუშვილმა „იმედთან" საუბრისას.

 

 

სახელმწიფო ბრალდება საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. დაცვის მხარე ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება დანაშუალის შეუტყობინებლობას ედავება, შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ადვოკატის თქმით, მოითხოვენ, რომ გამოყენებული პატიმრობა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით - გირაოთი შეიცვალოს. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

 

 

„იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

 

 

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.

 

 

სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.


გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებსა და ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულებს, 2016 წლის 6 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

კომენტარები: 1
#1   Ilana
      
1 აპრილი 2026 07:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი