საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებებს ნატო-სთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაჩენილი ანტიდასავლური ტენდენცია შემაშფოთებელია.
,,ძალიან ცუდია, რომ მმართველი გუნდი, თავად დე ფაქტო პრემიერ ივანიშვილის თაოსნობით, უტევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურად მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ქართული დემოკრატია და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება გააძლიერონ. რაც შეეხება თავად თოფაძის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია ახალი არ არის, ჩვენ როდესაც კოალიციის ნაწილი ვიყავით, მათთან საუბარი გვქონდა. მე ვთვლი, რომ ეს ტენდენცია, რომელიც გაჩნდა უკვე კოალიციაში, შემაშფოთებელია. ჩემი აზრით, კოალიციის იმ წევრებმა, როგორიცაა "რესპუბლიკელები", დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების მატარებლები, ძალიან ცხადი პოზიციონირება უნდა გააკეთონ. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის განცხადებები არასამთავრობოებთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ის მრავალსერიანი ფილმების გადაღებას და ეს არის მაგალითი იმისი, რომ თავად ბატონი ივანიშვილი და კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რეალურად არ გრძნობს თავს საზოგადოების წინაშე ვალდებულად," განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.