„ახალი ერთობა საქართველოსთვის" - ამ სახელწოდების საზოგადოებრივი მოძრაობა დღეს დაფუძნდა. მოძრაობაში გაწევრიანებული არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, დიპლომატები მამუკა ჟღენტი და მამუკა გამყრელიძე, პოლიტიკოსები პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა და სხვები.
საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ახალი ძალის შექმნა.
„ახალი ერთობა საქართველოსთვის" წარმომადგენელის, მამუკა ჟღენტის განცხადებით, მოძრაობა ღიაა ნებისმიერი პროქართული და პროევროპული პარტიისთვის.
„ჩვენს პლატფორმაში, ჩვენს საზოგადოებრივ მოძრაობაში უკვე გაერთიანებულები არიან პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ველოდებით, ღია ვართ ნებისმიერი პოლიტიკური ოღონდ არაოდიოზური პარტიისთვის. გამოკვეთილად პრორუსულის და გამოკვეთილად ანტიქართულის მიღებას არ ვაპირებთ. აქ საუბარია პროქართულ პარტიებზე და ამ შემთხვევაში, პროქართული პარტია ნიშნავს პროევროპულ პარტიას, პროდასავლურ პარტიას. ვაპირებთ ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯის მხარდაჭერას, რომელიც წამოსული იქნება მმართველი გუნდისგან და ასევე ნებისმიერი ნაბიჯის, რომელიც ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი იქნება, მის კონსტრუქციულ კრიტიკას", - განაცხადა მამაუკა ჟღენტმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ გარდაიქმნება თუ არა პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად, საუბარი ნაადრევია, თუმცა, აღნიშნულს არ გამორიცხავენ.
„არამარტო ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, არამედ ოპოზიციას გაუჩნდა ოპოზიცია. ეს ნიშნავს, რომ ერი გათიშულია, ერი დაპირიპირებული ერთმანეთთან. ჩვენ სწორედ იმისთვის შევქმენით ახალი პლატფორმა, რომ გააერთიანოს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი", - აცხადებს მოძრაობის წევრი მამუკა გამყრელიძე.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ადგილობრივ არჩევნებზე პლატფორმა პოლიტიკური პარტიის სახით ვიხილოთ, გამყრელიძე პასუხობს, რომ გამორიცხული არ არის.
„ჩვენ გაგვაჩნია მკაფიო ეკონომიკური განვითარების ხედვებიც, რაც პირველ რიგში, მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად და რაც შეიძლება ენერგიულად საქართველოს ეკონომიკა გადართული უნდა იქნას ინოვაციური განვითარების გზაზე", - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.