საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ, შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.
„გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა. პრეზიდენტი საუბრობდა ასევე, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება - სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა. 2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ „გაზპრომის“ თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა.
განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა”, - განაცხადა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.