ყოფილმა ლიბიელმა დისიდენტმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო მდივნის, ჯეკ სტროს წინააღმდეგ მოტაცებისა და წამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება მოიპოვა
17-01-2017, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მცდელობები თავიდან აეცილებინა სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩივილი 2004 წელს ლიბიელი წარმომავლობის მამაკაცისა და მის ცოლის მოტაცებასთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზებული იყო იმ დროს, როდესაც ჯეკ სტრო გახლდათ ქვეყნის საგარეო მდივანი, უარყოფილი იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, 7 მოსამართლის ერთსულოვანი დასკვნის მიხედვით, აბდელ ჰაკიმ ბელჰაჯის გადაცემამ სხვა სახელმწიფოსთვის და წამებამ დაარღვია „მაგნა კარტა“ (Magna Carta - თავისუფლების დიდი ქარტია).

 


„გარდიანის“ ცნობით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა ასეულობით მომჩივანის პერსპექტივებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მოქმედებენ. ყველა ეს საქმე, მათ შორის ბელჰაჯის, ახლა განსახილველად უკან უნდა დაუბრუნდეს უმაღლეს სასამართლოს.

 


უზენაეს სასამართლოში ბელჰაჯის საქმეზე მთავრობის საჩივარზე უარის თქმით, ლორდმა მენსმა განაცხადა, რომ წამების გამოყენება „დიდი ხანია მიჩნეულია შეუთავსებლად ინგლისის კანონის მიხედვით“, და ინდივიდები პატიმრობისას დაცული უნდა იყვნენ ცუდი ფიზიკური მოპყრობისაგან, - წერს „გარდიანი“.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ბელჰაჯიმ, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა, რომ იგი მოიტაცეს - მის ორსულ მეუღლესთან, ფატიმა ბოუდჩართან ერთად მაშინ, როცა იგი აპირებდა ლონდონში გაფრენას, თავშესაფრის თხოვნით.

 


ლიბიაში დაბრუნების შემდეგ, მან ციხეში 6 წელი გაატარა, მისი ცოლი კი შვილის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

 


ჯეკ სტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „როგორც საგარეო მდივანი, მე ყოველთვის ვმოქმედებდი მეთოდით, რომელიც სრულად იყო შესაბამისობაში ჩემ კანონიერ მოვალეობებთან, ეროვნულ და საერთაშორისო კანონთან.

 


„მე არასოდეს ვყოფილვარ თანამონაწილე დამნაშავის სხვა სახელმწიფოსთვის არაკანონიერ გადაცემასა თუ სხვა სახელმწიფოთა მიერ ვინმეს დაპატიმრებაში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი