სასამართლომ ფოთის მერს, ირაკლი კაკულიას 800 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა
17-03-2015, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. როგორც სახალხო დამცველის ოფისი იუწყება,ირაკლი კაკულიამ არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა, რითაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რისთვისაც სასამართლომ იგი 800 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

 


"ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ კანონით დადგენილ ვადაში სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგების თაობაზე. შესაბამისად, 2015 წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად გაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

 


"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

 


რეკომენდაციების, წინადადებების განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცის მიუწოდებლობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად იყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიმართავს სასამართლოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტების დადგენის და სამართალდამრღვევების წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების მიზნით," ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი