ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის მონიტორინგის ერთობლივი განხორციელება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"გადამდები დაავადებები მ.შ. C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ ინფექცია/ შიდსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური ტვირთია. ინფექციის გადაცემა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციასთან, ინფიცირებული ინექციების გამოყენებასთან და არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტებით სხვადასხვა ინვაზიურ მანიპულაციებთან.
ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში არსებული სანიტარული წესების დაცვის მონიტორინგი, განსაკუთრებით იქ, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ადამიანის კანის საფარველზე (აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა)", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.