ბრალდებული ბექა შენგელია: მარიამ ყოჩიაშვილსა და იმ არასრულწლოვან გოგონას თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი
17-01-2017, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამრთლოში 76 წლის ქალის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ორი პირი ბექა შენგელია და მარიამ(ირმა) ყოჩიაშვილი დაიკითხნენ.

 

 

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ აღნიშნა, რომ ბრალდებული ყოჩიაშვილი მისი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამისად, ყოჩიაშვილს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება ედავება.

 

 

„მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.

 

 

მისივე თქმით - ბრალდებული ყოჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროკურატურის მიერ დასახელებულ მოტივს, რომ თავისუფლებაზე გასვლის შემთხვევაში ყოჩიაშვილმა შეიძლება ახალი დანაშაული ჩაიდინოს - ამის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

 

 

”არავითარი საფრთხე მამის მოკვლის არ არსებობს”, - აღნიშნა ბექა შენგელიამ.

 

 

სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულ საქმეზე კიდევ ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობისთვის კი შენგელიასა და ყოჩიაშვილის გარდა, ერთი არასრულწლოვანი გოგონაა დაკავებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი