სასამართლომ ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა
17-01-2017, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა.

 

 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს, მას გაუუქმდეს შეფარდებული პატიმრობა და მის მიმართ არ იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არანაირი ფორმა.

 


მეორე ბრალდებულის, ბექა შენგელიას ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული თანახმაა, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

 

 

რაც შეეხება საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას, ორივე ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვების წარმოებაზე უარი განაცხადა.

 

 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი იწყება.

 

 

საქმე ეხება 76 წლის ქალის მკვლელობას, რომელიც 2016 წლის 19 ოქტომბერს მოხდა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი