თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში რიგით მესამე მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, გაეცნო.
მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს შესთავაზებს.
„აქ წინა ორ მედიათეკასთან შედარებით უფრო დიდი სივრცეა, შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახურებით. დღეს სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ახლა მედიათეკის გაერთიანება მას აღჭურვავს და ყველაფერს მოამზადებს, რათა გაზაფხულზე სივრცე გაიხსნას. ამით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი გაკეთდა და ნაძალადევის რაიონში მოქალაქეებისთვის კარგი სივრცე შეიქმნა. აქ შეიკრიბებიან ახალგაზრდები, კითხვით დაინტერესებული პირები. შესაძლებელია სხვადასხვა ძალიან საინტერესო ღონისძიების ჩატარება გარე პერიმეტრზე, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
სამშენებლო სამუშაოები, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შ.პ.ს „ბლოკ ჯორჯიამ“ განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 087 000 ლარი დაიხარჯა.
ახალი მედიათეკის შენობა შპს ''არქიტექტურული ლაბორატორია #3''-ის მიერ დაპროექტდა. შენობის არქიტექტორები დიმიტრი შაფაქიძე და და ირაკლი აბაშიძე არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.