საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა იმედოვნებს, რომ მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით, „ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა".
„ვიცი, რომ ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს. არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. მე ვენდობი სამართლიანობას”, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პირველი ლედის ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდენიმე დღის წინათ დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 იანვარს შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.