რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ქვეყნის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მაკომპრომიტირებელი მასალები გააჩნია, „სრული სისულელე“ უწოდა.
პუტინს შეკითხვა დაუსვეს იმის შესახებ, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა რუსეთის დაზვერვას ტრამპზე შპიონაჟი განეხორციელებინა, სანამ ის პოლიტიკაში წავიდოდა.
პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ვინც ამ მხრივ ბრალდებებს აყენებს „უფრო უარესები არიან, ვიდრე მეძავები“.
გასულ კვირას მედიაში გამოქვეყნებული დაუსაბუთებელი ინფორმაციის თანახმად, ტრამპის გუნდმა რუსეთს მასალები გადასცა, რაც ასევე მოიცავდა ტრამპის შესახებ ავხორცული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს.
აღნიშნული ბრალდებების მიხედვით, რუსეთს გააჩნია ზიანის მიმყენებელი ინფორმაცია არჩეული პრეზიდენტის ბიზნეს ინტერესების შესახებ და ამავე დროს ტრამპი ვიდეოზეა გადაღებული პროსტიტუტებთან მოსკოვში, „რიც-კარლტონის“ სასტუმროში 2013 წელს „მის უნივერსის“ სანახაობის პერიოდში.
ტრამპმა უარყო აღნიშნული.
მოსკოვში საუბრისას პუტინმა ასევე თქვა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები „მკაფიოდ ყალბი“ იყო და მათ მიერ გამოქვეყნდა, ვინც ცდილობს „ძირი გამოუთხაროს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ „წვრთნები“ კიევში გაიარეს და მზად არიან მოაწყონ „მეიდანი“ ამერიკაში.
„როდესაც ტრამპი ჩამოვიდა მოსკოვში, იგი არ იყო პოლიტიკური ფიგურა. ჩვენ არც კი ვიცოდით მისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ“, - განაცხადა პუტინმა.
„რა, ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები თვალთვალს ახორციელებენ თითოეულ ამერიკელ მილიარდერზე? რა თქმა უნდა არა. ეს სრული სისულელეა“.
მან დაამატა, რომ ვერ ხედავს იმის მიზეზს, თუ რატომ უნდა შეხვედროდა ტრამპი მეძავებს მოსკოვში, მაშინ როცა იგი სილამაზის სანახაობის ორგანიზებას აწყობდა და ხვდებოდა „მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალებს“.
„მე ძნელად წარმომიდგენია იგი გაქცეულიყო სასტუმროში ჩვენ „დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის“ გოგოებთან შესახვედრად... მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასევე რა თქმა უნდა არიან საუკეთესოები მსოფლიოში. მაგრამ მე ვეჭვობ, ტრამპი ამგვარ ცდუნებას წამოგებოდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.