გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით ქალაქ ყარსში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
დღესვე გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ყარსის კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრება, სადაც ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.