ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმით არის დაკავებული რომ აქეთ-იქეთ ხეებს დაატარებს, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.
მისი თქმით, ჰქონდა იდეა, რომ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" და პარტიიდან წასული ჯგუფი საერთო საკითხებთან დაკავშირებით შეჯერებულიყვნენ, თუმცა, მისივე განცხადებით, აღნიშნული არ გამოვიდა. უგულავას აზრით, საერთო საკითხები კი იყო ის, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა, მმართველი გუნდის ძირითად ბირთვს კი პოლიტიკური მგრძნობელობა არ გააჩნია, რაც არის მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოების იმპულსს ვერ გრძნობს.
„ქვეყანა უფსკრულის პირას არის მისული, ქვეყნას მართავს არალეგიტიმური ადამიანი, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. მას ჰყავს აი, ძველი 90-იანების გამოთქმაა - აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა - საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება. ძირითად მათ ბირთვს პოლიტიკური მგრძნობელობა რასაც უწოდებენ, და ეს ძალიან სახიფათო რამ არის იმიტომ, რომ როდესაც ასე მასიურად უმრავლესობას არ აქვს არავითარი პოლიტიკური მგრძნობელობა, ის ვერ გრძნობს საზოგადოების ტკივილს, ვერ გრძნობს საზოგადოების მოთხოვნებს, საზოგადოების იმპულსებს და ის მიექანება აბსოლუტურად სხვა მიმართუელბით. ეს მგრძნობელობა არ აქვს ასევე არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული რომ აქეთ-იქით ხეებს დაატარებს. ამიტომ, პრაქტიკულად, ქვეყანა არის უპატრონობის პირობებში", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.