გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი წამოვიდა პროცესის გამწვავებაზე, როდესაც პირველი ფუნდამენტურად არასწორი მოთხოვნა დააყენა - ეს იყო პარლამენტში არშესვლა
17-01-2017, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მძლავრი კრიზისი იყო. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თანაარსებობის იდეა გამოირიცხა, ერთადერთი იდეა ჰქონდა -  „თანაცხოვრების რაღაც ახალი ფორმა მოგვეძებნა“, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულიც შეუძლებელი აღმოჩნდა. 

 

 

მისი აზრით, პროცესის გამწვავებაზე მიხეილ სააკაშვილი მაშინ წამოვიდა, როდესაც პირველი ფუნდამენტურად არასწორი მოთხოვნა დააყენა - ეს იყო პარლამენტში არშესვლა.

 

 

უგულავას თქმით, კი სწორედ ამან შემდგომ სხვა „პანდორას ყუთი" გახსნა.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში" იყო მძლავრი კრიზისი და ისიც ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო. ორ ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას. მე მინდა წარმატება ვუსურვო მათ. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი რომ შეუძლებელი იყო თანაარსებობა, ბოლო იდეა რაც მქონდა და სამწუხაროდ, ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა, იყო ის რომ ჩვენ თანაცხოვრების რაღაც ახალი ფორმა მოგვეძებნა. თუნდაც ის, რომ შევჯერებულიყავით რა არის ჩვენთვის საერთო და საერთო ამ შემთხვევაში არის მთავარი ის, რომ ქვეყანა უფსკრულის პირას არის მისული, ქვეყნას მართავს არალეგიტიმური ადამიანი, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. მას ჰყავს აი, ძველი 90-იანების გამოთქმაა - აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა - საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება. ძირითად მათ ბირთვს პოლიტიკური მგრძნობელობა რასაც უწოდებენ და ეს ძალიან სახიფათო რამ არის იმიტომ, რომ როდესაც ასე მასიურად უმრავლესობას არ აქვს არავითარი პოლიტიკური მგრძნობელობა, ის ვერ გრძნობს საზოგადოების ტკივილს, ვერ გრძნობს საზოგადოების მოთხოვნებს, საზოგადოების იმპულსებს და ის მიექანება აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. ეს მგრძნობელობა არ აქვს ასევე არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული რომ აქეთ-იქეთ ხეებს დაატარებს. ამიტომ, პრაქტიკულად, ქვეყანა არის უპატრონობის პირობებში. რომ დავუბრუნდე იმ საკითხს, რაზეც ვსაუბრობდი, ასეთ პირობებში, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შანსი ყოფილიყო ეტალონი რა თვალსაზრისით - 90-იანი წლებიდან მოყოლებული არც ერთი მმართველი პარტია არ გადაურჩა ასე ვთქვათ ხელისუფლების დაკარგვას, ანუ დაკარგა ხელისუფლება - გაქრა....

 

 

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვცდილობდით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე არნახული, დაახლოებით, პირველი საუკუნის ქრისტიანებს რომ დევნიდნენ, ასეთი ტიპის დევნა წარმოებდა და წარმოებს კიდეც დღეს და ეს დევნა არ დამთავრებულა და აქაც არ უნდა შევიქმნათ ილუზია რომ ეს ყველაფერი დამთავრებულია, - აი, მიუხედავად ამისა, ამ პარტიას ჰქონდა შანსი ისევე როგორც ისტორიული შანსი ძალიან ბევრის მიღწევის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მე ამას გადაუჭარბებლად ვამბობ, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი 10 წელი, სადაც ჩამოყალიბდა ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოსი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომაც გვქონდა, - და როგორც ოპოზიცია - შეგვექმნა ეტალონი. მაგრამ იმისთვის, რომ პარტიას სრულფასოვანი სახე მიეღო და იმისთვის, რომ იმ პორობებში რა პირობებშიც დღეს ვიმყოფებით, ამ გამოეწვევებისთვის გაეძლო, ამისთვის აუცილებელი იყო პარტიული რეფორმები. პარტია ძალიან დიდი ორგანიზაცია, აქ არის ასე ვთქვათ ბევრი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ხედვა, რომელსაც აქვს თავისი ამბიცია, ეს არ არის რაღაც ჯარის ერთეული ან ჯარის უჯრედი....

 

 

აუცილებელი იყო რეფორმები პარტიაში, რეფორები დაიწყო, პარტია გადავიდა კოლექტიურ მმართველობაზე, შეიქნმა პოლიტსაბჭო. გუშინ მიშას ვუსმენდი და ბოკერიას დაწერილი არისო პოლიტსაბჭოო, ბოკერია საერთოდ არ მონაწილეობდა, მაშინ საქართველოშიც კი არ იყო. ძალიან კარგად მახსოვს ეს როგორც შედგა, მათ შორის, მიშაც მონაწილეობდა, სხვანაირად ვერც იქნებოდა....

 

 

ის სიტყვა რომ გაბრაზებული - ჯერ ერთი მიშას გამო არ დავუჭერივარ მე ივანიშვილს, მე ივანიშვილმა დამიჭირა იმის გამო, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებდით. აქაც რაღაც არასწორი ფორმულირებაა. მე გაბრაზებული არ ვარ მიშაზე საერთოდ, ერთ ნაწილს თუ არ ჩავთვლით, იმაში ნამდვილად გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ პარტიის, რომელსაც ასეთი ისტორიული მისია ჰქონდა, ამის დანგრევის პასუხისმგებლობა მასზეა. ის რაც მოხდა, ეს პარტიის დანგრევაა, რბილად რომ ვთქვათ, ეს პარტიის გაყოფაა", - აცხადებს უგულავა.

 

 

კითხვაზე, თუ რატომ აკისრებს პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს, უგულავა პასუხობს:

 

 

მას ლიდერობას არავის არ ეცილეობდა. ლიდერი ის იყო, ამიტომ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, რომ ბოლობოლო თანაცხოვრება თუ შეუძლებელია თუ ყველა რესურსი ამოწურულია, თუ ეს მეტასტაზები რა ვიცი მეოთხე სტადიაა სამედიცინო ტერმინს თუ ვიხმარ, ეს წარსული ბრძოლა, წარსული გამოცდილება, ბოლობოლო ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც გვიყურებს ახლა, მე მაინც მქონდა შესაძლებლობა გვერდიდან მედევნებინა თვალ-ყური ამისთვის გასაგები მიზეზების გამო, სასაცილოდ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ვისაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა" არ უყვარს, ის იცინოდა, ვინც პოლიტიკაში არ ერევა - ერთი თქვენ მოგცლიათ, დაჭამეთ ერთმანეთი.... პროცესის გამწვავებაზე, რა თქმა უნდა, წამოვიდა თვითონ მიშა, როდესაც პირველი ფუნდამენტურად არასწორი მოთხოვნა დააყენა - ეს იყო პარლამენტში არშესვლა. ეს იყო პირველი წყალგამყოფი, რომელმაც სხვა პანდორას ყუთი გახსნა....

 

 

როდესაც შენი პარტიის ლიდერი დააბრალებს შენს თანაპარტიელებს, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობთ, ივანიშვილთან შეკრული ხარ, გარიგებული ხარ, ეს ნიაღვარი წამოვიდა მას შემდეგ და ეს მერე ვეღარ გაჩერდა.... და ის შეურაცხმყოფელი ნიაღვარი, რომელიც წამოვიდა საკუთარი თანაპარტიელების მიმართ, მიხეილ სააკაშვილს სულ მცირე ამის შეჩერება შეეძლო და პარტიაში ყველამ იცის, რომ ამის პირველი ბიძგი, სამწუხაროდ, მისგან წამოვიდა. მე დათოსაც ვუთვლიდი ბაქრაძეს ციხიდან, ჩადი დაელაპარაკე, მაგრამ მისგან იყო ყრუ კედელი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი