„ჩვენ ახლა მივდივართ დიდი მარშით უფსკრულისკენ“ - გიგი უგულავა ლარის ნაცვლად მიმოქცევაში დოლარის შემოტანას ითხოვს
17-01-2017, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულ კვირას გამოყოფილი ფრთის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მთავრობის ლარიზაციის გეგმა ეფექტური ვერ იქნება. უგულავა „გლობალიზაციის ეპოქაში“ გამოსავალს ეროვნულ ვალუტაზე - რომელიც მისი თქმით, აღარ არის ეროვნული სიამაყე - უარის თქმასა და დოლარზე გადასვლაში ხედავს, რაც მისი აზრით, ინვესტორებისთვის წნეხის მომხსნელი და სტიმულის მიმცემი იქნება.

 


აღნიშნული მოსაზრება ციხიდან ახლახან გამოსულმა თბილისის ყოფილმა მერმა „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ გამოთქვა.

 


„ეხლა ლარიზაციის გეგმა მიდის. ეს ლარიზაციის გეგმა არის დაღუპვა, ეს ვერაფერს ვერ მოიტანს, დოლარის რყევას ებრძოლოს საქართველოს ეკონომიკამ, აი როგორ არის იცით? აისბერგი რომ დნებოდეს და შენ ნავში იჯდე და პატარა ნიჩბით ებრძოდე წყალდიდობას. აი, დაახლოებით ესეთი გეგმაა, საზოგადოებამ რომ იცოდეს... მე საერთოდ, პირიქითა ვარ მომხრე, ერთადერთი რაც სიტუაციას გამოასწორებს, ეს არის მეტი ინვესტიციის მოზიდვა და ინვესტორს დისკომფორტი რომ მოუხსნა, საერთოდ ეს ლარის პრობლემა უნდა მოუხსნა. საერთოდ, გლობალიზაცია მიდის, ეს ბანკნოტების თემა, ელექტრონული ბანკნოტები შემოდის. საერთოდ ფული აღარ არის რაღაცა, არც ეროვნული სიამაყე, რაის ეროვნული სიამაყეა ლარი, 20 წლის წინანდელი პროდუქტია და საერთოდ მთლიანი ტრანსფორმაცია მიდის ამ სფეროში, შესაბამისად, ეს საერთოდ ნელ-ნელა უნდა მოიხსნას და იყოს მიმოქცევაში საერთოდ დოლარი. ყველგან დოლარით აზროვნებენ, რამეს თუ ყიდულობ დოლარით ფიქრობ, ყველაფერს, მანქანა იქნება, სახლი იქნება თუ ელემენტარულად, რა ვიცი, ტელევიზორი იქნება, ყველა დოლარში ფიქრობს, ყველაფერი დოლარშია და ეხლა ვებრძოლოთ ჩვენ. ეს არის ინსტრუმენტი მთავრობის ხელში მანიპულაციის და თუ მოუხსნი ინვესტორს პრობლემას ამ სავალუტო მანიპულაციების, გაცილებით მიმზიდველი იქნები შენ, როგორც ქვეყანა... ჩვენ ახლა მივდივართ დიდი მარშით უფსკრულისკენ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი