„მე მეჩვენება, რომ მიშა გადასულია რაღაც საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზე, რომელსაც არანაირი კავშირი აღარ აქვს ხალხზე ზრუნვასთან", - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" გააკეთა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სწორ პოლიტიკურ ფორმაში არ არის, რადგან შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
„რანაირად არის ახლა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სინონიმი? ამის პრეტენზია არ ჰქონია ილია ჭავჭავაძეს, ამის პრეტენზია არავის არ ჰქონია და ახლა გუშინდელი საუბრიდან გამოვიდა, რომ ერთადერთი იდეა არის ერთი კონკრეტული ადამიანი და იდეა შინაარსისაგან დაცლილი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ ამ იდეის მსახურება ან ამ იდეის მსახურება ან ერთგულება არის, თურმე, ერთგულება, პირადი ერთგულება არის იდეა და სხვა ყველაფერი არის ღალატი. ანუ ჩვენ მივიღეთ ცარიელი შინაარსი, რომელსაც არ აქვს არანაირი შინაარსი.... ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას, არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები და როცა ვიძახი რომ პოლიტიკურ ფორმაში არ არის, არ არის სწორ პოლიტიკურ ფორმაში იმიტომ, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს.... როგორ შეიძლებოდა გამარჯვების ზეიმი ოფისის დაბრუნებაზე - ეს ხომ სასაცილო იყო? ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ობსესია გაქვს, რომ ვეღარსად ვეღარ იმარჯვებ და აი, ახლა ოფისი დავიბრუნე და ეს არის გამარჯვება? ქვეყანა ჯიბეში აქვს ოლიგარქს წაღებული", - აცხადებს უგულავა, რომლის შეფასებითაც, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის დაშლაში ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია, „იაფფასიანი ჩქმეტები" იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.