საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ფლორენტინო პერესს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულება სივრცითი მოწყობაა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ფლორენტინო პერესმა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა. ACS მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროექტებს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის გლობალური წარმომადგენლობები ფუნქციონირებს გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და ა.შ. ACS წამყვანი კომპანიაა სამოქალაქო და სამრეწველო კონსტრუქციების, სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.