ნიგერიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რანთან ახლოს შეცდომით დაბომბა ლტოლვილთა ბანაკი, რის შედეგადაც 100-ამდე ადამიანი დაიღუპა და ათეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არიან „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები - 6 დამხმარე მუშაკი.

პრეზიდენტმა მუჰამმადუ ბუჰარიმ, რომლის არმიაც „ბოკო ჰარამს“ ებრძვის, შეძრწუნება გამოხატა მომხდარი ფაქტის გამო და დაჟინებით მოუწოდა სიმშვიდისაკენ.
BBC-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნიგერიის სამხედროებმა აღიარეს მსგავსი შეცდომა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.