გიგი უგულავა: „ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ ივანიშვილი დავამარცხოთ - ივანიშვილს დაამარცხებს ბევრი თავისუფალი, ამბიციური ადამიანი და არა, ერთი“
17-01-2017, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკურად დაპირისპირებული გიგი უგულავა, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად პარტიიდან გასვლაზე განცხადება გასულ კვირას გააკეთა, აცხადებს, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამმარცხებელი არ არის და მას მხოლოდ „ბევრი თავისუფალი, ამბიციური ადამიანი, და არა ერთი“ ადამიანი დაამარცხებს.

 

 

აღნიშნულის შესახებ ციხიდან ახლახან გამოსულმა თბილისის ყოფილმა მერმა „რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა და გულისტკივილი გამოხატა სააკაშვილის „ამხელა სიმააღლეებიდან“ დაშვების გამო.

 


„ლაპარაკობ იმაზე, რომ პარტიას მართმევენ, რა გეპარტიება, ქვეყანა წაგართვეს... გულწრფელად მენანება მიშა, მენანება ნამდვილად, რომელმაც აი, ამხელა სიმააღლეებიდან მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, არარელევანტურია უკვე, იმიტომ, რომ გავიყარეთ, ვიჩხუბეთ, მე იმედი მაქვს, რომ საერთო ამოცანების შესრულებაში ჩვენ გადავიყრებით, გადავიყრებით, როგორც პარტნიორები, როგორც კონკურენტები. ერთი ვიცი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პოლიტიკური დევნა დასრულდეს, მათ შორის ისიც დაბრუნდეს და პოლიტპატიმრები გამოვიდნენ ციხიდან, დანარჩენს უკვე ცხოვრება ანახებს. მე ვთვლი მყარად, რომ ის პოზიცია, რომელზეც ვდგევართ ჩვენ, არის სწორი. ის ეფუძნება ღირებულებებს და არ არის ერთი კაცის ავტორიტეტზე დამოკიდებული. ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ ივანიშვილი დავამარცხოთ. ივანიშვილს დაამარცხებს ბევრი თავისუფალი, ამბიციური ადამიანი და არა ერთი - ერთი ვერ დაამარცხებს. მისდამი მიბაძვა, ქცევაში იქნება, მოქმედებაში იქნება, მართალია იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, პოსტ-სიმართლის ეპოქაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტყუილი მისაღებია საზოგადეობისთვის. არ შეიძლება ამდენი, ერთდროულად ბევრი ვიტყუოთ... სამწუხაროდ რაღაც თვალსაზრისით ივანიშვილის მიბაძვა დაიწყო მიშამ... ყოველთვის ვუთვლიდი, არ არის ეს სწორი, ივანიშვილს ნუ ბაძავ, ივანიშვილს ვერ მოუგებ პოპულიზმში - ივანიშვილს როგორ მოუგებ, 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი აქვს, პოპულიზმში რანაირად მოუგებ. სხვანაირად უნდა მოუგო, კომპეტენციით უნდა მოუგო, უნდა მოუგო ცოდნით“, - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და განსაკუთრებით იბრძოლებენ დიდ ქალაქებში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი