კასპი-კავთისხევის გზაზე მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდის ბურჯების გაძლიერება, მალის ნაშენისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება, სავალი ნაწილისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, საგზაო ნიშნების მოწყობა.
ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია გაეცნო.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და აქამდე მისი სრული აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.