„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომის“ მიერ სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის გაცემას მოითხოვს.
საია-ს პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ განცხადებით ენერგეტიკის სამინისტროს დღეს მიმართა.
სალაძის განმარტებით, საია უწყებისგან შემდეგი ინფორმაციის გაცემას მოითხოვს:
1. საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული იმ ხელშეკრულების ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;
2. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი ხელშკრულების გაფორმების მიზნით „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;
3. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე „გაზპორმთან“ მიღწეული შეთანხმების ასლი.
როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტრომ საია-ს განცხადებაზე პასუხი უნდა გასცეს განცხადების წარდგენიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში.
საია-ს გარდა, „გაზპრომთან" დაკავშირებული მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას, კიდევ 80 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.