საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ რიგმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯეს მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მედპერსონალსა და პაციენტებზე მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს.
”საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი. ალბათ გაიხსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში....
ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ იკვეთება კლინიკები, ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, ექიმების, ექნთების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. ჩვენ, ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ.
ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას (ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არაჯეროვნად მოთხოვნილია თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ), იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ ისეთივე ურთიერთობები, როგორც იყო”, - აღნიშნა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.