უსუფაშვილის თქმით, ნინო გვენეტაძის კანდიდატურა სესიაზე სავარაუდოდ 20 მარტს გავა და "ყველაფერი კენჭისყრით გაირკვევა"
17-03-2015, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" ფორმატში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა.

 


უსუფაშვილის თქმით, ბიურო ხვალინდელ სხდომაზე ჩამოყალიბდება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელ დღეს მოხდება საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა. მისი ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი სესიაზე 20 მარტს გავა და "ყველაფერი კენჭისყრით გაირკვევა".

 


"ამ კვირაში პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც პარლამენტი მიიღებს. ეს არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება კოლეგიალურია. პროცესი ძალიან ღია იყო, საკმაოდ ხანგრძლივი და შესაძლოა, ზედმეტად ხანგრძლივიც კი. ვისაც სურდა ინფორმაცია მიეღო და საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა, ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ასე რომ, ყველაფერი კენჭისყრით გაირკვევა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენ ამის წინაპირობა და საშუალება გვაქვს," განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი