თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს.
როგორც მან განმარტა, შედეგები ორ კვირაში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ კი გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„ჩვენ, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასები, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა. წელს, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, შესაბამისად ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე შესაბამისად სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ასე, რომ ამაზე თბილისის მერიამ გარკვეული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. ასე, რომ მე დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რის შემდეგაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დედაქალაქის მერიას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ შევისწავლეთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკა, რომელმაც გვიჩვენა, რას ნიშნავს დავით ნარმანიასთვის ხარჯების ოპიტიმიზაცია, რომ ბაგა-ბაღების აღმზრდელების საშუალო ხელფასი 400-500 ლარია იმ დროს, როდესაც სააგენტოს თანამშრომლების საპრემიო ფონდი 113 ათასი ლარით შემცირდა, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელების სახელფასო ხარჯები არ შემცირებულა - დირექტორი და მისი მოადგილე ყოველთვიურად ხელფასთან ერთად დანამატს იღებენ და ეს თანხა საშუალოდ თვეში 5 750 ლარია მაშინ, როდესაც აღმზრდელის ხელფასი საშუალოდ 400 ლარს აღემატება. ჩვენ მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკას. როდესაც საუბრობენ ხარჯების ოპტიმიზაციაზე, ხარჯების შემცირება უნდა მოხდეს ბიუროკრატიაში, კერძოდ, სააგენტოს ხელმძღვანელობას შეუმცირდეს და არა რიგით თანამშრომლებს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის იანვარში სააგენტოს დირექტორისა და მისი სამი მოადგილისთვის ხელფასისა და დანამატის სახით ჯამში დარიცხულია 18 875 ლარი, საიდანაც დირექტორატის ხელფასი 11 750 ლარს შეადგენს, დანამატი კი – 7 125 ლარს. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, სააგენტოს სხვა თანამშრომლებისათვის პრემია საშუალოდ 161 ლარს შეადგენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.