პრეზიდენტის სასახლეში „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმი გაიმართა
18-01-2017, 04:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმის მთავარი მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განხილვაა, რათა დროულად მოხდეს რეაგირებისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის მათი შეთავაზება.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს და დონორებს, რომლებიც თავისი რესურსების ფარგლებში ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას სირთულეების დაძლევის თვალსაზრისით. ასევე, საქართველოს მთავრობას, იმ უწყებებს, რომლებმაც სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ქვეყანაში, როგორც სოციალური მდგომარეობის, ისე ჯანდაცვის კუთხით და ბავშვების პრობლემებზე ზრუნვის თვალსაზრისით.

 


„რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სწორი, ადეკვატური და მნიშვნელოვანი, ვიდრე უფროსი თაობის ზრუნვა მომავალ თაობაზე, იმისათვის, რომ ჩვენი შვილები უფორ დაცულ გარემოში ცხოვრობდნენ.

 


პრობლემები ჯერ კიდევ უხვად არის და ეს პრობლემები ჩვენს კოორდინირებულ და აქტიურ პასუხს მოითხოვს.

 


თუნდაც ის ფაქტი, რომ UNICEF-ის მონაცემებით, ყოველი მეექვსე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ის სირთულე, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ინტეგრაციას; ის ფაქტი, რომ ჩვენში კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები უფროსებივით შრომობენ, ის ფაქტი, რომ ჩვენთან ბავშვები ჯერ კიდევ ცხოვობენ ქუჩაში, ეს პრობლემაა.

 


ეს პრობლემები ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს. უბრალოდ, საზოგადოებები იზომება იმის მიხედვით, რამდენად გააჩნიათ მათ და სახელმწიფოებს, მათ მეგობრებს უნარი ამ პრობლემების დაძლევის და ერთობლივად ამ სირთულეების გადაწყვეტის.

 


მე ვხედავ ამის მზაობას ჩვენ საზოგადოებაში, როდესაც საუბარია ერთმანეთის დახმარებაზე, ერთმანეთის მხარდაჭერაზე.

 


მე ვხედავ მზაობას საქართველოს მთავრობაში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში, რომ ამ პრობლემას გაუსწორონ თვალი და ნაბიჯები გადაიდგას სირთულეებიდან გამოსვლის თვალსაზრისით.

 


და მე ვხედავ მზაობას ჩვენს მეგობრებში, რომ დაგვეხმარონ ამ სირთულეების დასაძლევად.

 


ამასთან ერთად არსებობს ობიექტური მოცემულობები, თუნდაც ეკონომიკური პრობლემები, გარკვეული ტაბუები და კლიშეები, რომლებიც ართულებენ ამ გამოწვევების დაძლევას.

 


ჩვენი დღევანდელი თავყრილობა, ჩვენი დღევანდელი თათბირი ეძღვნება სწორედ იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაერთიანოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სულისკვეთება, რომელიც ორიენტირებულია ბავშვების უფლებების, მათი ყოფის, პირობების გაუმჯობესების, მათი ინტეგრაციის გამოწვევათა დასაძლევად.

 


მე მომავალშიც ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული თქვენთან ერთად ამ პრობლემის დაძლევაში” ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ფორუმის გახსნისას მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლების მინისტრის მოადგილე და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 


ფორუმის გახსნაზე შემაჯამებელი სიტყვით პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გამოვიდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ“ ფორუმის ჩატარების ინიციატივისათვის.

 


„რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ჩავერთე ამ პრობლემატიკაში; ვსწავლობ და უკვე ძალიან ბევრი რამ ვიცი რა გვჭირდება ბავშვების პრობლემის დასაძლევად. თქვენთან ერთად მომიწევს ამ პრობლემების დაძლევა.

 


უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სერიოზული, მყარი და დამაჯერებელი ნაბიჯები გადავდგათ. ამას მოვახერხებთ მხოლოდ სახელმწიფოსთან ერთად და იმ ინსტიტუციების აქტიური მონაწილეობით, რომლებიც უფრო მნიშვნელოვნად უნდა ჩაერთონ ამ პრობლემაში - განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები და ყველა ჩვენგანი“, -აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

 


მისი განცხადებით, დღევანდელი ფორუმის მიზანია გამოვლინდეს ყველა მწვავე პრობლემა და მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები. დღეს შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და აღნიშნული საკითხები, სწორედ სამუშაო ჯგუფებში იქნება განხილული.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმზე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, კვლევებით და პრაქტიკით დადასტურებულ ისეთ პრობლემებს განიხილავენ როგორიცაა - ბავშვზე ზრუნვის სისტემის დეინსტიტუციონალიზაცია, ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებები, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მომსახურებები, ბავშვთა დაცვის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურები და მუშაკები, ქუჩის ბავშვები, ბავშვებზე ძალადობის საკითხები, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი ბავშვები, ბავშვთა შრომის, შშმ ბავშვთა და მშობელთა მხარდაჭერის სისტემის საკითხები.

 


ფორუმის გახსნას ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი