საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება.
„ჩვენ ამ საკითხზე ინფორმაცია გვაქვს იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი. ვთვლი, რომ მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება. სხვა რასაც ვისმენთ - მცდელობა იმისა, რომ საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინოს, ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
იგი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის კრიტიკას აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით და განაცხადა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით გამოვა, საკითხს დააყენებს და შეიძლება საზოგადოება დამატებითი დისკუსიის მომსწრე გახდეს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია „გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა-მინიმალიზაცია.
როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.