„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტია „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით, პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს.
წიკლაური მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ხალხის ინტერესები არის დაზიანებული და ყველაფერი ეს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის „ზურგს უკან გააკეთა”.
”20 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშეკრულება რუსეთთან, რომელიც სრულყოფილად ითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს. ახლა ხელისუფლებამ ხალხის ზურგს უკან აწარმოა მოლაპარაკებები, რომლის შედეგები არის გასაიდუმლოებული და რაც აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით ჩვენი ინტერესები არის დაზიანებული.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ხელისუფლებისგან, გასაჯაროვდეს ამ დოკუმენტის შინაარსი. შეგვაქვს პარლამენტში სპეციალური რეზოლუცია, ამ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით და სოლიდარულები ვართ ქართულ საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან, რომელიც აყენებს ასეთ მოთხოვნას. გვაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ხალხის ინტერესები არის დაზიანებული და ყველაფერი ეს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ზურგს უკან გააკეთა”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
დღეს ენერგეტიკის სამინისტროს „გაზპრომთან" დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით საია-მ მიმართა. დღესვე, ირმა ინაშვილმა პარლამენტს „გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების ასლი წერილობით მოსთხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.