მადრიდში ქართულ საგამოფენო სივრცეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა
18-01-2017, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, - ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ესპანეთის მეფეს და დედოფალს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა და საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამეფო ოჯახი საქართველოს შესახებ მომზადებულ კლიპს გაეცნო და ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდა. მეფემ საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფე და დედოფალი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე, საქართველოში მიიწვია.

 


მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, ქართულ საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილნი არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში სხვადასხვა სერვისსა და ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ.

 


ქართულ საგამოფენო სივრცეს ესპანეთის სამეფო ოჯახთან ერთად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი სტუმრობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი