საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში რეფორმის განხორციელების შედეგად 32 მილიონი ლარი დაიზოგა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. იზორიამ აღნიშნული განცხადება იან კელისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მინისტრი ამბობს, რომ „გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით, აშშ-სთან".
როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო.
„ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამ რეფორმებით 32 მილიონი დავზოგეთ იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ; უკვე წელს ჩვენს ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანწილად გავაუმჯობესებთ, გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით, აშშ-სთან, რომელთან ერთადაც ვგეგმავთ ამ წლიდან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ იმპლემენტაციას. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლებიც იქნება ძალიან წარმატებული ამ რეფორმების განხორციელების კუთხით“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის ელჩმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშორმლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.