გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ მინისტრს მარიანო რახოის შეხვდა
18-01-2017, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ მინისტრს მარიანო რახოის შეხვდა. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


საუბრისას, ყურადღება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, კარგი საფუძველი არსებობს.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.

 


საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი