შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
18-01-2017, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან ლაშა აბაშიძესთან, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 


მერიის ცნობით, პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კოლექტორის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრია.

 


თბილისის მერის თქმით, აღნიშნული კოლექტორი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, აბინძურებდა გარემოს და ჩაედინებოდა კრწანისის წყალსაცავში, რამაც აღდგენის აუცილებლობა განაპირობა.

 


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისის შემოერთებულ დასახლებებს საკანალიზაციო ქსელით უზრუნველყოფს და კრწანისი მთავარ საკანალიზაციო ქსელს შეუერთდება. ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არ იყო საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დასახლება საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და მომავალში განაშენიანების პერსპექტივაზეც არის გათვლილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


საკანალიზაციო კოლექტორის აღდგენით სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ ასრულებს. სამუშაოები 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი