საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაიცვა და აღნიშნა, რომ მარგინალური ჯგუფები ამ თემასთან დაკავშირებით „დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ“.
კალაძე აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგით საქართველომ შეინარჩუნა „ენერგო დამოუკიდებლობის იგივე ხარისხი; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება“ და „შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა“.
„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით, დღეს მე ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა „გაზპრომთან" მოლაპარაკებებში. არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, კიდევ ერთხელ განვმარტო ძალიან ღიად და ნათლად მთელი პასუხისმგებლობით ამ მოლაპრაკებების შედეგი.
ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგო დამოუკიდებლობის იგივე ხარისხი; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება; შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა - ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მანდატით აღჭურვილებს მიგვეღო შეიძლება რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები. „გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების, პოლიტიკური ჯგუფებისა თუ მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. სამწუხაროა, და ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები ან მიიღონ მსგავსი ბენეფიტები პოპულისტური განცხადებებით. თქვენ შეიძლება არ იცით, მეგობრებო, რომ ყურადღების მიქცევა და ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდში დგომის მოპოვება გსურთ, ბატონებო, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული, აბსურდული ქმედებებით. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ხარვეზი მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციით სულ მალე გამოსწორდება. ჩვენს გუნდს ძალიან კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ჰყვება პოპულიზმს და გათვლილ, ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ ახლახან გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.