რუსეთი და NATO-ს წევრი თურქეთი, რომლებიც 1 წლის წინათ საჰაერო სივრცეში ერთმანეთს ებრძოდნენ, ახლა ერთობლივ ავიადარტყმებს ახორციელებენ სირიის შიგნით
18-01-2017, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა თავიანთი პირველი ერთობლივი ავიადარტყმები განახორციელეს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე სირიის შიგნით. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


„ისლამური სახელმწიფო“ სამიზნე იყო ქალაქ ალ-ბაბის გარეუბნებში, ასევე ალეპოს პროვინციაში, სადაც თურქეთმა სახმელეთო ბრძოლებში მძიმე დანაკლისი განიცადა გასულ თვეს.

 


„როიტერსი“, რომელიც თურქეთის სამხედროების ციტირებას ახდენს, წერს, რომ რუსეთმა განახორციელა საჰაერო დარტყმები „თურქეთთან კოორდინირებით“.

 


რუსეთი და თურქეთი სირიის სამოქალაქო ომში წამყვანი გარე მოთამაშეები არიან.

 


ალ-ბაბი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს, თურქეთის მთავარი სამიზნეა ბოლო 5 თვის განმავლობაში. თურქული სამხედრო კამპანიის მიზანია განდევნოს ტერიტორიიდან როგორც „ისლამური სახელმწიფო“, ისე ქურთული ძალები.

 


ამ ფონზე BBC სვამს რიტორიკულ შეკითხვას - რუსეთი და თურქეთი საჰაერო სივრცეში ერთმანეთს თავად არ ებრძოდნენ ერთი წლის წინათ? - რასაც თავადვე პასუხობს - დიახ, თურქეთის ავიაგამანადგურებელმა რუსული „სუ-24“ -ის ტიპის ბომბდმაშენი 2015 წლის 24 ნოემბერს სირიის საზღვართან ჩამოაგდო, რომლის დროსაც ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, მეორის გადარჩენა კი მოხერხდა.

 


ეს შეჯახება რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყანას შორის კრიზისის გამომწვევის მიზეზი გახდა. მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რამაც თურქეთის ეკონომიკა დააზარალა.

 


ეს კი მხოლოს მას შემდეგ დასრულდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯაროდ გამოხატა სინანული მომხადრის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, მოგვიანებით კი რუსეთში ჩავიდა ოფიციალურ ვიზიტად და პუტინს „თავისი მეგობარი“ უწოდა.

 


მას შემდეგ, ორმა ქვეყანამ არა მხოლოდ გააღრმავა ეკონომიკური კავშირები, არამედ კოორდინირებულად თანამშრონლობენ ერთად სირიაში, რათა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო წერტილამდე მივიდნენ.

 


ისინი, ირანთან ერთად, ორშაბათს სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზებას ახდენენ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   irakli.
      
სირცხვილია უბრალოდ მაგარი geosesxebi.ge
19 იანვარი 2017 12:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი